თბილისის საჯარო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 29 ოქტომბერს არ იმუშავებს
თბილისის საჯარო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, ორშაბათს, 29 ოქტომბერს, არ იმუშავებს.
როგორც დედაქალაქის ბაგა-ბაღების სააგენტოდან პირველ არხს აცნობეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს საჭირო იქნება აღნიშნული ბაღების დალაგება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც აღსაზრდელებს ვერ მიიღებენ.
ყველა დანარჩენ საბავშვო ბაღში 29 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი ჩვეული გრაფიკით წარიმართება. თბილისში მდებარე 180 საჯარო ბაღიდან საარჩევნო უბანი 150-შია გახსნილი.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო უბნების მუშაობა სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.