თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 18 იანვრამდე გადაიდო, – ამის შესახებ პირველ არხს ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.
ბაღებში სააღმზრდელო პროცესის გადადება გრიპის ვირუსის გავრცელებას უკავშირდება.
„სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას“, – აცხადებენ ბაღების სააგენტოში.
ამასთან, არდადეგები გახანგრძლივდა საჯარო სკოლებშიც. „მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით”, – განაცხადეს სამინისტროში.