თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა
თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „ლეიბორისტული პარტიის“ წევრ ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი „არა ლობიოს სამართალს“ გაიმართა.
უფლებადამცველებმა ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ჩხარტიშვილი ლობიოს ჰაერში აყრის გამოა დაკავებული. მათ სააპელაციო სასამართლოს ეზოში სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი დაყარეს.
გუშინ სააპელაციო სასამართლომ ჩხარტიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ლაშა ჩხარტიშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.