თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან კორონავირუსის დიაგნოზით 26 პაციენტი მკურნალობს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა, სამი პაციენტი რეანიმაციაშია. აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„სამი რეანიმაციაშია. ორი ჟანგბად დამოკიდებულია. ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ პაციენტს ჩაუტარდა რეტესტირება და პასუხი მოვიდა უარყოფითი. მას აღარ დაუდასტურა კოვიდინფექცია.
ჩვენ ამ ეტაპზე ისევ ვაგრძელებთ ცხელების ცენტრის ფუნქციის გაგრძელებას. ისევ მივიღებთ პაციენტებს და ვიქნებით კოვიდცენტრი. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. სამედიცინო დაწესებულებები უნდა იყოს მზადყოფნაში, რადგან ჩვენი მოსახლეობა არ იცავს რეკომენდაციებს და არ ასრულებს ყველა შესაბამის რეკომენდაციას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.