თბილისში ამინდი გაუარესდა. ამ დროისთვის დედაქალაქის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვაა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 17-18 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა დროულად მოხდეს ყველა შემთხვევაზე რეაგირება.