თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში, მათ გამოცვლას, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, გურამიშვილის გამზირის №10, №12, №12ა, №12ა-1, №12ა-2, №12ა-3, №12ა-4, №14, №14ა, ერწოს ქუჩის №4-1, №4-2, №4-3, №4-4, №6 და ხევისუბნის ქუჩის №12-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.

დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის II მიკრორაიონის №24, №24ა, №24ბ, №25, №25ა, №25ბ, №26, №27, №27ა, №28, №28ა, №29, №29ა, №30, №31, №32, №33, №34, №35, №36, №37, №38, №39, №40, №41, №42ა, №42ბ-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათზე და დასრულდება 18:00 საათამდე.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, ვაშლიჯვრის დასახლების მე-13 კილომეტრის მიმდებარედ, ვ.თოფურიძის II გასასვლელის №3 (გოძიაშვილის II შესასვლელი №17), მუხრან მაჭავარიანის ქუჩის №63, №65-ში (ვაშლიჯვრის III ზონა №4) მდებარე კორპუსების, ასევე გოძიაშვილისა და ვ.თოფურიძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.