„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეკონსტრუქციო – სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის IV მიკრორაიონში მდებარე №42, №43, №55ა, №55ბ, №55გ და №20-ის მიმდებარედ შპს „თბილბინათმშენი“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ასევე ნაკვეთი 08/027-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, სოფელ აგარაკებში – №35 და №36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერმწერთა, ვარაზის, მხატვართა ქუჩების მოსახლეობას, სოფელ თხინვალას მიმდებარედ შპს „გრინ დეველოპმენტი“-ს და ლისის საკრებულოს ნაკვეთი 719-ში მდებარე შპს „Aghaby Group“-ის საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს, “ათასწლეულის სკოლას“ და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 14:30 საათიდან და დასრულდება 16:30 საათამდე.
დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დივერსიფიკაციისა და ახალი მომხმარებლების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, ჭიაურელის ქუჩის №3-1, №3-2, გიორგი ტერევენკოს ქუჩის №8, №28, №34, №36, გიორგი ტერევენკოს I შესახვევის №10, №12, №44, ესმა ონიანის ჩიხში I, ლუბლიანას ქუჩის №2, №2-4, №2-6, №2-7, №3, №4, №გ-11, №11-1, №11-2, №11-3, №34, №38, №40, №42-1, №42-2, №44, ლუბლიანას ქუჩის მიმდებარედ შპს „ჯვარი“-ს საცხოვრებელი კორპუსი, ბელიაშვილის ქუჩის №22, №22ა, ახმეტელის ქუჩის №10ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ჭიაურელის, გ.ჭოხონელიძის, იოსელიანის, ესმა ონიანის, ლუბლიანას, დავით რონდელის, გ.ტერევენკოს ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება სს „ერისთავის სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს“, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს; შპს „აკადემიკოს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრს“, შპს „ჯეო-კლინიკას“, შპს „ოფთალმიჯის“, შპს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნულ ცენტრს“; რესტორნებს: „ფაეტონი“, “ბაბილო“, „თაღლაურა“, „ოქროს კათხა“, „ყანწი“, „კამერტონი“, „კახელები“, „თაშრე“, „წისქვილი“, „ჭაშნაგირი“, „მუხამბაზი“, „კერია“, „იბერია“, „ტირიფები“, „თამადა“, „უშბა“, „გაგრა“, „იმერული ეზო“ და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სხვა კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება იმავე დღის 15:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, არტურ ლაისტის ქუჩა №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათამდე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, გაზაფხულის ქუჩა №25-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 14:00 საათზე და დასრულდება 14:30 საათამდე.