თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გეგმური ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, აეროდრომის დასახლების მე-3, მე-4, მე-6 ქუჩების, კალოუბნის ქუჩის №7, ჯავახეთის ქუჩის №2, №4, №6, №8, №10, ჯავახეთის I შესახვევის №1, №2, №3, №4, №5, №7, №9, ჯავახეთის III შესახვევის №5-ში მცხოვრებ მოსახლეობას და მიმდებარედ არსებული კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 16:00 საათიდან და დასრულდება 17:30 საათამდე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში მდებარე №19-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 12:30 საათზე და დასრულდება 13:00 საათამდე.

13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანის III მიკრორაიონში მდებარე №87-ში მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათამდე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ქობულეთის ქუჩა №19-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 12:00 საათზე და დასრულდება 13:00 საათამდე.

ასევე 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №49ა-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 13:00 საათზე და დასრულდება 13:30 საათამდე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღომში, პეტრე იბერის ქუჩა №4ა-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 12:30 საათზე და დასრულდება 13:00 საათამდე.

13:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №49ბ-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება 15:30 საათამდე.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ონაშვილის ქუჩა №9-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 14:00 საათზე და დასრულდება 14:30 საათამდე.

“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის” – ნათქვამია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.