„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №37-2ა-ში მცხოვრებ მოსახლეობას.
კომპანიის ცნობით, გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, თემქის დასახლების IX კვარტალი, კორპუსი № 23-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 14:00 საათიდან.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ონაშვილის ქუჩა № 9-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 15:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქუჩა № 17/4-ში მცხოვრებ მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 14:00 საათიდან.
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, კეკელიძის ქუჩა № 25-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.