კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კმ-ზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება. შედეგად, საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ნუცუბიძის ქუჩას და მიკრორაიონებს, ფერწერთა, ვარაზის, ბანძელაძის, ქვემო აჭარის, ბესო ჟღენტის, შავგულიძის, პიკასოს, ნადირაძის, შავიშვილის, თამარაშვილის, მარგიანის, ნადარეიშვილის, სანდრო ეულის, მინდელის, თოფურიას, ჯიქიას, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის ქუჩებს, წყნეთის გზატკეცილს, წყნეთის გზატკეცილზე უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, ბაგების დასახლებას (უჩანეიშვილის ქუჩასა და შესახვევებს), კაკლების დასახლებას, ჭავჭავაძის გამზ. N 39-დან N 83-ის ჩათვლით, N 74-დან N 82-ის ჩათვლით, წყნეთს, ახალდაბას, სოფ. თხინვალას და აგარაკებს;
საბურთალოს რაიონში: სოფ. დიღომში: დ. აღმაშენებლის ქუჩას და შესახვევებს, თამარ მეფის, მესხის, მოციქულთასწორის ნინოს, გ. ბრწყინვალის, ისიდორე დოლიძის, სარაჯიშვილის, ჩოლოყაშვილის, ათონელის, მეფე კონსტანტინეს, დიდგორის, კავთის ეკლესიის უბნის, მარინაშვილის, წერეთლის, ბარათაშვილის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, ბერი გობრონის, სურხავის, ვაჟა-ფშაველას, ალ. ყაზბეგის, 13 ასურელის, ჭიაურელის ქუჩებს, „ლისი ვერანდას, ბერიტაშვილის, გვარამიას, დგებუაძის ქუჩებს, დიღომი 7-ს;
ვაშლიჯვარში: აღმაშენებლის, კვანტალიანის ,ვალენტინ თოფურიას ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსებს, მაჭავარიანის ქუჩას;
ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირს, ჩიხებსა და კვარტლებს, ალ. ყაზბეგის გამზირს, ლვოვის ქ. N 81,83,85,92,94, გურიელის, ზემო ვეძისის, ცხინვალის, დავითაშვილის, ი. გამრეკელის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, დელისის 1,2,3 ქუჩებს, გამრეკელის, საბურთალოს, ხვიჩიას, ასათიანის, ზაქარაიძის, თავაძის, თავხელიძის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩას და ჩიხს, შანხაის დასახლებას, მხატვრების, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, მარიჯანის, გაზაფხულის, ვარდენ წულუკიძის ქუჩებს
მთაწმინდის რაიონში: დაბა კოჯორს, დაბა წავკისს, დაბა კიკეთს, სოფ. ტაბახმელას, დაბა შინდისს, შავნაბადას;
მცხეთის რაიონში: ქ. მცხეთას, წეროვნის ლტოლვილთა დასახლებას, სოფ. წიწამურს, სოფ. მუხათგვერდს;
გლდანის რაიონსა და ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, თავისუფლების, ავჭალის, ზაჰესში ხანძთელის ქუჩაზე მდებარე საპატიმროს, კეცხოველის, ყაზბეგის, მშვიდობის, ჭიჭინაძის ქუჩებს;
ასევე, დიდუბის რაიონსა და დიღმის მასივის I კვარტალს.