კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
„gwp-მ აღნიშნულ ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. პროექტში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამ მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანია განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს ეტაპობრივად და ღამის საათებში ატარებს“,- აცხადებენ კომპანიაში.
ვეკუა-ხიზანიშვილზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განახორციელდება, რის გამოც საღამოს 22:00 საათიდან 17 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კობერიძის, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩებს, გლდანულას დასახლებას; გლდანის „ა“ და I მიკრორაიონებს; გლდანის III მიკრორაიონის ნაწილს.
ასევე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქ. N 7ა-თან, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 16:45 სთ-დან 18:30 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: მგალობლიშვილის ქ. N 1-დან N 11-ის ჩათვლით, N 2-დან N 14-ის ჩათვლით, მირზა გელოვანის ქუჩას, ოდესის ქ. N 1-დან N 19-ის ჩათვლით, N 2-დან N 12-ის ჩათვლით, ონიაშვილის ქ. N 1-დან N 37-ის ჩათვლით, N 2-დან N 38-ის ჩათვლით, ლვოვის ქ. N 1-დან N 45-ის ჩათვლით, N 2-დან N 38-ის ჩათვლით, შარტავას ქ. N 45.
წყლის მიწოდება შეიზღუდება მთაწმინდის რაიონშიც. კომპანია ლ.ასათიანის ქ. N 6-ის მიმდებარედ, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 15:00 სთ-დან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: ლ.ასათიანის ქ. N 21-დან N 37-ის ჩათვლით, N 30-დან N 56-ის ჩათვლით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, ი.ჭავჭავაძის ქ. N 13-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 14:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სოფელ ოქროყანას.
წყალმომარაგება შეიზღუდება გლდანის რაიონშიც. კომპანია მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, ვარდისუბნის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება გლდანის რაიონში მუხიანის აგარკებში: ვარდისუბნის ქ. 4,5 შესახვევებს, ვარდისუბნის ქ. 7,8,9 ჩიხებს, ჯვარისის, ღების, ოშკის, გურგულის, განთიადის, სხარტალის, სამთავროს, ბუგეულის, ჩხარის, რაჭის უბნის, ბოლნისის, ბორითის ქუჩებს, ხანძთის ქუჩას, შესახვევებს და ჩიხებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.