თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ს.ჩიქოვანის N 4-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 14 ივნისს 13:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: ს.ჩიქოვანის ქ. N 4,6,8,10.

წყლის მიწოდება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. 11:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ფალიაშვილის ქ. N 73.

ასევე წყალმომარაგება შეიზღუდება გლდანის რაიონში. 12:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ჯანჯღავას ქუჩას, I,II,III შესახვევებს და ჩიხებს, კაჭარავას ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.