კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქუჩა N221-თან წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 22:00 სთ-დან 19 ივლისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკე-საბურთალოს რაიონში: პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას), ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, ფხაკაძის, ნუცუბიძის Iმრ/რ-ის N1-დან N10კორპ-ის ჩთ; ნუცუბიძის ქ N211-ის II, III, IV კორპუსებს; ნუცუბიძის ქN221, 223; შავგულიძის ქN7,N7ა კორპუსებს; მინდელის N3,5,8; ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, IV კორპუსს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება სამგორის რაიონშიც. კომპანია პოლიციის ქ. N 13-ში, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: პოლიციის ქ. N 13 (ჟორესის ქ. N 1), ენუქიძის ქ. N 1-დან N 9-ის ჩათვლით.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, იუნკერების ქუჩა N4-თან გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის რაიონში: კოჯორს, ბეთანიას და კოჯრის სამხედრო ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.