კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ქვემო ბეთანიაში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ბეთანიის მოსახლეობას.
კომპანიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 1.5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები სრულად შეცვალა. პროექტის ფარგლებში, ასევე 33 ახალი ჭა მოეწყო.
„ჭავჭავაძის გამზირზე gwp წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ჭავჭავაძეზე წყლისა და წყალარინების 2.7 კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად იცვლება. პროექტში gwp 3.4 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს”, – განაცხადა gwp-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფიო ნატროშვილმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ჭავჭავაძის გამზირზე მაგისტრალურ ქსელზე პირველ გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დილის 09:00 საათიდან 6 ივლისს დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში: ვ.დოლიძის, ბალანჩივაძის, პ.იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ბოლქვაძის, წინუბანის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ალექსიძის, ალმასიანის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ჯანაშვილის, ს.ჩიქოვანის ქუჩებს, კოსტავას ქ. N 63-დან N 77-ის ჩათვლით, N 64-დან N 76-ის ჩათვლით, პეკინის გამზ. N 3-5, N 2-დან N 10-ის ჩათვლით.
ვაკის რაიონში: ი.ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, ტ.ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ერისთავის-ხოშტარიას, ბარნოვის, ფალიშვილის, რ.ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზ. ი.აბაშიძის, ამირეჯიბის, კეკელიძის, ნ.ჟვანიას, მარუხის გმირების ქუჩებს, რაზმაძის ქ. N 1-დან N 32-ის ჩათვლით, ბურკიაშვილის, არაყიშვილის ქუჩებს, მელიქიშვილის ქ. N 37-დან N 49-ის ჩათვლით, ნატახტრის ქ. N 12,14,16,18, ბალანჩივაძის ქ. მე-5 კორპუსს N 37,40,39 მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, თამარაშვილის, ყიფშიძის, გაბაშვილის ქუჩებს
მთაწმინდის რაიონში: ჯანაშიას ქ. N 22-დან N 28-ის ჩათვლით, გუდაურის ქ. N 6-დან N 10-ის ჩათვლით, პეტრიაშვილის ქ. N 28-დან N 34-ის ჩათვლით, N 15-დან N 31-ის ჩათვლით, გალის ქ. N 1-დან N 7-ის ჩათვლით, N 2-დან N 8-ის ჩათვლით, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, ლარსის ქუჩებს, გოგებაშვილის ქუჩის კენტ ნომრებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს” – აცხადებენ კომპანიაში.