კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ისაკაძის (ვაზისუბნის) N36-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00-დან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში ისაკაძის (ვაზისუბნის) N36-ს.
წყლის მიწოდება შეიზღუდება სამგორის რაიონშიც. 12:00-დან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ლორთქიფანიძის N1-დან N 25ა-ს ჩათვლით, N2-დან N14-ის ჩათვლით და მოსკოვის გამზირის N14, 14ა-ს.
ამასთან, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის N57-თან ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 11:00-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება კრწანისი რაიონში რუსთავის გზატკეცილის N1-დან N247-ის ჩათვლით, N6-დან N26-ის ჩათვლით.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.