ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება შავიშვილის ქუჩა № 1ა / ქავთარაძის ქუჩა № 19-ში მდებარე შპს „მონოლით ჯგუფის“ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 13:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სანდრო ეულის ქუჩა № 7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 14:00 საათიდან.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა № 39-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორში, მე-3 მასივი, X კვარტალი, კორპუსი № 6 და კორპუსი № 7-ის მიმდებარედ არსებული ახალი საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 18:00 საათიდან.
დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, დელისი 3-ში მდებარე შპს „ჯი სი დი ჯგუფის“ საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 17:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დღის 14:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, ბოჭორმის ქუჩა № 50/18-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 17:00 საათიდან.
დღის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისანში, დოდაშვილის ქუჩა № 22(18)-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 14:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
დღის 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, მარჯვენა სანაპირო № 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ეტაპობრივად, 16:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე.
„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.