„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა №22ა-ში მცხოვრებ მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 12:30 საათზე და დასრულდება 13:00 საათამდე.
კომპანიის ცნობით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის III მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში მდებარე №7-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 14:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათამდე.
“შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.