თბილისის ქუჩებში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ზეიმობენ [ვიდეო]
საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას თბილისის ქუჩებში ზეიმობენ.
მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით გადაადგილდებიან.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.