საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა.
შსს-ის ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გაგა კირკიტაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი, გაგა კირკიტაძის ნაცვლად ლაშა გოგნიაშვილმა დაიკავა.