თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური დირექტორი „ლა სკალაში“ მიიწვიეს
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური დირექტორი დანიელ ორენი „ლა სკალაში“ გასტროლზე მიიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკალური დირექტორისა და „ლა სკალას“ ოფიციალური გვერდები ავრცელებენ.
დანიელ ორენი რვა მაისს, მილანში ჯუზეპე ვერდის ოპერის „აიდას“ განახლებულ რედაქციას უდირიჟორებს. სპექტაკლები მაისში და ივნისშია ჩანიშნული.
დანიელ ორენი თბილისის ოპერის მუსიკალური დირექტორის პოზიციას იანვრიდან იკავებს.