თბილისის „ნორჩ დინამოს“ სახელი და ლოგო შეუცვალეს
თბილისის „ნორჩ დინამოს“ სახელი და ლოგო შეუცვალეს

2019 წლიდან, ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი, თბილისის “ნორჩი დინამო” ახალი სახელითა და ლოგოთი იასპარეზებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს

.„კლუბში განხორციელდა რიგი ცვლილებები. ჩვენ მივმართეთ თხოვნით და გავუგზავნეთ წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კლუბის სახელის შეცვლის და რებრენდინგის თაობაზე, რაზეც მივიღეთ დადებითი პასუხი, რისთვისაც ჩვენი კლუბის და მისი ხელმძღვანელობის სახელით ვუხდით მათ დიდ მადლობას. მაშასადამე ახალ 2019–2020 წლების სეზონს კლუბი ახალი სახელით და ახალი ლოგოთი შეხვდება. ამიერიდან კლუბი თბილისის „მერანის“ სახელით იასპარეზებს (ს.კ. „მერანი“ თბილისი)“, – წერია კლუბში გვერდზე.

კლუბი იქვე აღნიშნავს, რომ ცვლილება მხოლოდ ეროვნულ ლიგა-2 ში მოასპარეზე გუნდს შეეხება: „ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლა საქმიანობას კვლავ მრავალწლოვანი და დიდი ისტორიის მქონე „ნორჩი დინამოს“ სახელით გააგრძელებს“.