„მერანმა“ სპარინგი მოიგო და ლეგიონერს დაემშვიდობა - მატენჯვა ზუგდიდის „დინამოში“ გადავიდა #1TVSPORT
„მერანმა“ სპარინგი მოიგო და ლეგიონერს დაემშვიდობა - მატენჯვა ზუგდიდის „დინამოში“ გადავიდა #1TVSPORT

მარტვილის „მერანმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი შინ ხობის „კოლხეთთან“ გამართა და 3:1 გაიმარჯვა.

მერანიდან“ თავი გამოიჩინეს ზვიად ქანთარიამ (15), ზვიად სიხარულიამ (27) და კიჭი მელიავამ (70. პენ), ხობელებიდან კი თავი ლუკა გუგუჩიამ (45. პენ) გამოიჩინა.

ამ მატჩის შემდეგ მარტვილელთა პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლუბი ერთმა ლეგიონერმა დატოვა.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „მერანი“ სიენდა მატენჯვას დაემშვიდობა. სიენდა საფეხბურთო კარიერას გააგრძელებს ზუგდიდის „დინამოში“. მადლობას ვუხდით ფეხბურთელს ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია „მერანის“ განცხადებაში.

სიენდა მატენჯვა პოზიციით მცველია. 25 წლის ფეხბურთელი სამხრეთ აფრიკიდანაა. მისთვის ზუგდიდის „დინამო“ მესამე ქართული კლუბია, საქართველოში 2020 წლიდან თამაშობს – თავიდან რეგიონული ლიგის „გორში“ ჩაირიცხა, მარტვილის „მერანში“ 2021 წლის დასაწყისში გადავიდა, მაგრამ 20 ტურში მოედანზე მხოლოდ ცხრა მატჩში გამოჩნდა, ძირითადში კი მხოლოდ ერთ შეხვედრაში იყო.

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება 6 აგვისტოს განახლდება. 21-ე ტურის მატჩს „მერანი“ სტუმრად „რუსთავის” წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო ზუგდიდის „დინამო“ შინ საგარეჯოს „გარეჯს“ მიიღებს.