„ვიტ ჯორჯია“ თბილისის „მერანს“ დაუზავდა და დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
„ვიტ ჯორჯია“ თბილისის „მერანს“ დაუზავდა და დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტური „ვიტ ჯორჯიასა“ და თბილისის „მერანის“ დაპირისპირებით დაიწყო, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა.

გლდანის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრაში ორი გოლი გავიდა.. პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1-ე წუთზე, „ვიტ ჯორჯიამ~ კარგი შეტევა წამოიწყო და ზაურ კერელეიშვილის პასით ლაშა ოზბეთელაშვილმა ანგარიში გახსნა.

„მერანმა“ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრდა. რევაზ გეწაძის გადაცემით მეტოქის კარი იაგო დეისაძემ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 1:1.

„ვიტ ჯორჯიას“ მესამე ადგილზე დაწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ 21 ქულა დააგროვა და მარტვილის „მერანს“ (22 ქულა) ვერ გადაასწრო. თბილისის „მერანმა“ კი წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა, 17 ქულა დააგროვა და ამ მაჩვენებლით მეხუთეადგილოსან საგარეჯოს „გარეჯს“ დაეწია. „შევარდენი“ (16) კი უკან ჩამოიტოვა.

მე-14 ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა შემდეგი განრიგით გაიმართება:

ორშაბათი, 24 მაისი

გაგრა – რუსთავი

13:00. თბილისის ზღვის ბაზა

გარეჯი – სიონი

17:00. საგარეჯოს სტადიონი

სამშაბათი, 25 მაისი

ჩიხურა – დინამო ზგ

16:00. ცენტრალური – ივანწმინდა

მერანი მრ – შევარდენი 1906

16:00. მურთაზ ხურცილავა – მარტვილი

დატოვე კომენტარი