“რეგიონთა თასი” წელს პირველად ჩატარდა და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 რეგიონის 14-წლამდელ ფეხბურთელთა რეგიონული ნაკრები მონაწილეობდა.
ეს გუნდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით ყველა რეგიონში ჩამოყალიბდა. ტურნირის მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცია და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა გახლდათ.
ფინალური ეტაპს ლაგოდეხმა უმასპინძლა. გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის 14-წლამდე რეგიონთა ნაკრები სამეგრელოს შეხვდა, 3:1 დაამარცხა და თასის პირველი გამარჯვებული გახდა.
საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტდება საქართველო 15-წლამდელთა ნაკრები რომელიც 5-8 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ თბილისის ოთხთა საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს. მატჩები 5, 6 და 8 დეკემბერს გაიმართება. მონაწილეები კი საქართველოს 15-წლამდე ნაკრების გარდა, თურქეთი, ბელარუსი და ლიტვა იქნებიან.