თბილისის მთავარ სამმართველოში ლევან ხაბეიშვილის დაკითხვა დასრულდა
თბილისის მთავარ სამმართველოში ლევან ხაბეიშვილის დაკითხვა დასრულდა

თბილისის მთავარ სამმართველოში საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის დაკითხვა დასრულდა.

ხაბეიშვილმა გამოძიებას „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ სახაალწლო განათებების შეძენის მიზნით მილანურ კომპანიასთან 3 მილიონიანი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

„გამოძიებამ გადაამოწმა ინფორმაცია, მათ შორის ის, რაც პროკურატურაში განცხადებასთან თანდართულ დოკუმენტაციაში იყო, ასევე მათ დაადასტურეს ჩემთან საუბარში, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობაც გამოკითხულია ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიების მოთხოვნით, ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურას გასული წლის დეკემბერში მიმართა.