„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლს ექნება უფლება, მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

„თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ მსოფლიოში „კოვიდ -19“-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე, კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას.  ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც დღის განმავლობაში დედაქალაქში მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას.

„თბილისის მიკროავტობუსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.