თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
მათივე ცნობით, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დაახლოებით საათნახევარში აღდგება. მათივე ცნობით, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები.
ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.