თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.
როგორც 1Tv.ge-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლები ჩვეულ რეჟიმში გადაადგილდებიან.
მეტროპოლიტენის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე შეფერხების მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.