თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დროებით არ მუშაობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო მეტრო მგზავრების მომსახურებას, დაახლოებით ერთი საათია, ვერ ახერხებს.
მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ადგილზე სამუშაო ჯგუფი მუშაობს.