თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
კალაძემ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ყოველდღიურად გაწეული მძიმე შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პროფესიულ დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მინისტრ ვახტანგ გომელაურს; ყველას, ვინც პროფესიონალურად, ერთგულად, თავდადებით ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, წესრიგის დაცვას, კანონის უზენაესობას, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას. მადლობას გიხდით ყოველდღიური საქმიანობისთვის, იმ მძიმე შრომისთვის, რასაც ეწევით. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის სახელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა პატივი მიაგო ყველა იმ პოლიციელის ხსოვნას, ვინც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.