კახა კალაძემ ინფორმაციას, თითქოს მერიის მიერ დაყრილი წამლით ქუჩაში ცხოველები იხოცებიან, უპასუხისმგებლო უწოდა
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქუჩაში მცხოვრები ცხოველების სიკვდილი მერიის სამსახურების მიერ წამლის დაყრას უკავშირდება, დედაქალის მერმა დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლო უწოდა.
მისი თქმით, ინფორმაცია მისთვის უცნობია, თუმცა თუ ასეთი ფაქტები არსებობს, გამოსაკვლევია.
“ეს არის დეზინფორმაცია. ზოგადად ორ ნაწილად დავყოფდი ამ ადამინებს – ერთი ადამინების ჯგუფი, ვისაც მართლა გული შესტკივა დედაქალაქზე. ძალაინ ხშირია შეტევები, კონკრეტული ინფორმაციით, ფოტოებით გვაცნობებენ, რომ აქ არის პრობლემა და მერია ამაზე რეაგირებს. ბევრი ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით. როდესაც დაფიქსირდა პრობლემა, მივედით და ეს პრობლემა მოგვარდა. თუმცა არსებობს მეორე ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება შეცდმომაში შეიყვანოს. შეიძლება მართლაც იხოცებიან ცხოველები, ძაღლები, არ ვივი, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა თუ იხოცებიან დასადგენია, რისგან და რა არის პრობლემა და არა ის, რომ ეს არის მიზანმიმართულად მერიის რომელიღაც სამსახურის მიერ გაკეთებული. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება,”,- განაცხადა კახა კალაძემ.