თბილისის მერის დავალებით, პიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადებს მონიტორინგის თანამშრომლები მოაწესრიგებენ
თბილისის მერის, კახა კალაძის დავალებით, პიკის საათებში მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადებს მონიტორინგის თანამშრომლები მოაწესრიგებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.
„დღეს თბილისის მერმა დაავალა შესაბამის სამსახურებს პრობლემურ მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის მოწესრიგება, რათა მოქალაქეებმა შეძლონ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილება.
ამ მიზნით, პიკის საათებში მონიტორინგის თანამშრომლებმა დაიწყეს მგზავრთა ნაკადის მოწესრიგება“, – განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.