თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი შეეცვალა. დღეიდან თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ეწოდება. აღნიშნული დებულება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევამ ჟორჟოლიანმა განაცხადა, ზედამხედველობის სამსახურის სახელის ცვლილება მის რებრენდინგს უკავშირდება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ საშტატო ერთეულს ცვლილება არ შეეხება.
„ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაემატა მთელი რიგი ფუნქციები, როგორიც არის ხმაურის რეგულირება, უსაფრთხოება მშენებლობებზე. ამ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე, ასევე უსაფრთხო შრომა. მერიამ გადაწყვიტა და საკრებულოც ეთანხმება, რომ ის გახდეს თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია. ერთგვარი რებრენდინგი ხორციელდება ამ სამსახურის. დღეს არის ტექნიკური ცვლილება, ხოლო შემდგომში, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს მუნიციპალური ინსპექცია, ამას ვნახავთ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.