მერიის ზედამხედველობის სამსახური დიდუბის მეტროს ტერიტორიაზე მოვაჭრეების აქციას პასუხობს
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატია შპს მ.ზ-ს მოვაჭრეებს პასუხობს, რომლებიც თბილისის მერიასთან აქციას მართავენ.
მოვაჭრეების მოთხოვნაა, გაიღოს კარი, რომელითაც მათი სამუშაო პერიმეტრია შემოღობილი. აქციის მონაწილეების განმარტებით, პერიმეტრი შპს “დიდუბემ” სამი წლის წინ შემოღობა, რითაც უსაფრთხოების ნორმები დაარღვია.
როგორც გიორგი ბაგრატიამ აღნიშნა, ზედამხედველობის სამსახური ამ პრობლემით დაინტერესებულია. მისი თქმით, საქმე ეხება ორ სუბიექტს შორის დავას, ამიტომ მერიის ზედამხედველობის სამსახურს არ შეუძლია, ადგილზე მივიდეს და ვინმეს სადავო კარის გაღება მოსთხოვოს.
„საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დავობს ორი შპს, რომელთა შორისაც ერთი შპს-ს დამფუძნებელი არის მეორე შპს-ს დამფუძნებელი, ანუ ერთმანეთისთვის უცხოები არ არიან და ამ ბიზნესს ერთად მართავენ, ეს მიწები მომიჯნავე მიწებია.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მათ აქვთ სამხარაულის დასკვნა, სადაც არის სამი ალტერნატიული გზა, საიდანაც შესაძლებელია, რომ სახანძრო მანქანა შევიდეს, თუ ეს საჭირო გახდება“, – განაცხადა გიორგი ბაგრატიამ.