თბილისის მერიის მხარდაჭერით, 11 სექტემბერს Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნება
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ 7×7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ხვალ, 11 სექტემბერს, 20:30 საათზე Socca Grand Prix 7-ის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნება. ტურნირში 13 ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატში მონაწილეობენ გუნდები საქართველოდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, მოლდოვიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, ხორვატიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ბელგიიდან და ომანიდან.
საქართველოდან ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი: თბილისის მერია, ბეთლაივი, რევაინი და ქროსთი. ხვალ, ჩემპიონატის გახსნის შემდეგ თბილისის მერიის გუნდი ესპანეთის გუნდს შეხვდება.
ეს არის პირველი საერთაშორისო ჩემპიონატი ISF-ის ჩართულობით, რომელიც 7×7 ფორმატით იმართება და წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.