თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას სწავლობენ
თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ.
დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
„თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.