თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს მანანა თოქმაჯიშვილი, ხოლო პიარსამსახურს ეკატერინე ჯოჯუა უხელმძღვანელებენ
დედაქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი იქნება, ხოლო პიარსამსახურს ეკატერინე ჯოჯუა უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ მერიის სამსახურების ახალი ხელმძღვანელების დასახელებისას განაცხადა.
კახა კალაძემ მანანა თოქმაჯიშვილსა და ეკატერინე ჯოჯუას წარმატებები უსურვა.