თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციების გამო, გარბენი „თბილისი“ გადაიდო
თბილისის მერიის ინფორმაციით, მარათონი, რომელიც 23 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთაველის გავლით, უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.
„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებიდან გამომდინარე, გარბენი „თბილისი“, რომელიც 23 ივნისს, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, რუსთაველის გავლით, უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო.
მარათონის გამართვის ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას”, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.