თბილისის მერიასთან „მწვანე კლუბის” ორგანიზებით სტუდენტები აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები დედაქალაქის ხელმძღვანელი პირებისგან ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, ავტოსატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგებას, გაუმართავი ავტომანქანების საკითხის დარეგულირებასა და შესაბამისი რეფორმების გატარებას ითხოვენ.
აქციის ორგანიზატორის თქმით, მნიშვნელოვანია, მოხდეს საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზება, რომელშიც ახალგაზრდები აქტიურად იქნებიან ჩართულები.
ამ წუთებში აქციის მონაწილეთა საინიციატივო ჯგუფს ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ხვდება.