თბილისის მერიაში მცირე ხანძარი გაჩნდა. როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით ოთხ კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ინვენტარს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.