დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი 19 კომისია გააუქმა, – ამის შესახებ კახა კალაძემ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კომისიების გაუქმების გამო, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში.
„ბიუროკრატიული შემცირების გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახი კალაძემ.
გთავაზობთ კომისიების ჩამონათვალს, რომლებიც გაუქმდა.
1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N24.17.490 განკარგულება;
2. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 6 აპრილის N13.02.295 განკარგულება;
3. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 3 სექტემბრის N05.12.39 განკარგულება;
4. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 3 თებერვლის N05.13.112 განკარგულება;
5. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები) გასეირნებისათვის სპეციალური ადგილების შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 აპრილის N14.24.338 განკარგულება;
6. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის N23.21.705 განკარგულება;
7. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 28 სექტემბრის N36.18.695 განკარგულება;
8. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (ს/კ 404905475) და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (ს/კ 202886788) ხარჯების ოპტიმიზაციის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის N04.12.69 განკარგულება;
9. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანისას, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 8 ივნისის N22.01.473 განკარგულება;
10. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის N27.17.602 განკარგულება;
11. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 29 ოქტომბრის N13.06.138 განკარგულება;
12. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე (LED) გადასვლის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისიის შექმნისა და კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 18 მარტის N11.12.273 განკარგულება;
უქმდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი
შვიდი კომისია/საბჭო/სამუშაო ჯგუფი
13. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი კონკურსის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის N1-823 ბრძანება;
14. „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭოს შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 მაისის N2156 ბრძანება;
15. „2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 ივნისის N1-1429 ბრძანება;
16. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 სექტემბრის N1723 ბრძანება;
17. „ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 სექტემბრის N1-1928 ბრძანება;
18. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანარგვისა და გამართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივლისის N1427 ბრძანება;
19. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს საქართველოს ფილიალს“ შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 04 09/10/320“ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, ინსპექტირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 19 აგვისტოს N1-1601 ბრძანება.