თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს 19 226 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა
თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს 19 226 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა

თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N49-ში 19226 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადასცა. საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა რაგბის განვითარება და ტერიტორიისთვის სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.

აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს თბილსის მუნიციპალიტეტმა შპს „ველაჯიოზე“ გაასხვისა, რომლის უფლებამონაცვლე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ არის.

„2022 წელს წელს მუნიციპალიტეტმა მიწის ნაკვეთი ამ უკანასკნელისგან ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა. 16 წლის წინ, იქამდე, ვიდრე აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასხვისდებოდა, ტერიტორიაზე სარაგბო კლუბი „ლელო“ და „ოლიმპიური რეზერვების სკოლა“ იყო განთავსებული, თუმცა, ინფრასტრუქტურა ამჟამად ამორტიზებულია. საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადაცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება. გარდა ამისა, უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.