თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
თბილისის მერიამ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ 7.89 მლნ ლარი გამოყო.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაახლოებით 2.5 კმ გზას. მოხდება გზის საფარის აღდგენა, სანიაღვრეების, პანდუსებისა და ბორდიურების მოწესრიგება. მოეწყობა მწვანე ზონები, გარე განათება და ქუჩაზე სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, სახანძრო ჰიდრანტებიც დამონტაჟდება.
რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარსადგენად ვადა 22 თებერვლამდე აქვთ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.