თბილისის მერია - წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის გამო საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაიცემა
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
დედაქალაქის მერიის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.
„ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.