თბილისის მერია ვარკეთილის ხიდების რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარს შეადგენს და სამუშაოები 7 თვეში დასრულდება.
„ვიწყებთ ხიდების სარეკონტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ეს ხიდები ათეულობით წლებია ექსპლუატაციაშია და მისი რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელებულა. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა მისი ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების აუცილებელი საჭიროება. ხიდების რეკონსტრუქცია 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის დემონტაჟს და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონტრუქციის აღდგენის შემდეგ დაიგება ასფალტი და ახალი საფარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან აქტიურად იმუშავებს, რომ მოსახლეობას გადაადგილების კუთხით დისკომფორტი არ შეექმნას.