თბილისის მერია - თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი, რის გამოც პედაგოგთა ნაწილმა სამგზავრო ბარათით ვერ ისარგებლა, ხარვეზი დღის ბოლოს აღმოფხვრილი იქნება
თბილისის მერია - თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი, რის გამოც პედაგოგთა ნაწილმა სამგზავრო ბარათით ვერ ისარგებლა, ხარვეზი დღის ბოლოს აღმოფხვრილი იქნება

დღეს, 2 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისების სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც თბილისის ბაღებისა და სკოლების პედაგოგთა ნაწილმა კუთვნილი სამგზავრო ბარათებით ვერ ისარგებლა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ხარვეზი დღის ბოლოს სრულად აღმოიფხვრება.

„პრობლემაზე მუშაობა მყისიერად დაიწყო. ხარვეზი დღის ბოლოს სრულად იქნება აღმოფხვრილი და ბარათების მფლობელები მგზავრობისას მათ გამოყენებას ჩვეულებრივ შეძლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი პრობლემისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.