თბილისის მერია - სოციალურ ქსელებში შექმნილია ყალბი ანგარიშები, რომლებიც კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავს და მიზნად ისახავს თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვას
თბილისის მერია სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში ყალბი ანგარიშებიდან და საიტებიდან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.
თბილისის მერია საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები.
„მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მიზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.