თბილისის მერია რამდენიმე დღეში მრავალდონიანი პარკინგისთვის ადგილებს განსაზღვრავს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქუთათელის ქუჩაზე განაცხადა, სადაც დასრულებული რეაბილიტირებული ქუჩა დაათვალიერა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათებაა საჭირო, სად შეიძლება მიწისქვეშა პარკინგების განხორციელება.
„პარკირების დეტალური კვლევა არ ჩატარებულა, ზოგადად იყო შერჩეული 10 ადგილი, სადაც შეიძლებოდა მიწისქვეშა პარკინგების განხორციელება. თუმცა ამას სჭირდება დამატებითი კვლევები, სჭირდება გეოლოგია, ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება და ა.შ.
ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ ადგილების გამოცხადებას რამდენიმე მიმართულებით და ეს ცნობილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.