თბილისის მერია - გაგარინის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია
თბილისის მერია - გაგარინის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„კერძოდ, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისა და ჟვანიას მოედნის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე, ორივე მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილდება მხოლოდ თითო-თითო ზოლის გამოყენებით.

აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე“, – აცხადებენ მერიაში.