თბილისის მერია - ძლიერი ქარის გამო ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, დაზიანდა ელექტროსადენები, ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს
ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა.
მერიაში აცხადებენ, რომ ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე.
„ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.
თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.